What I recycle

მობილური აპლიკაცია მეტი მასშტაბისთვის

Google play App store

პარკი არ მინდას პროექტის საგანმანათლებლო მიზანია საქართველოში ნარჩენების შემცირებისა და მათი უფრო პასუხისმგებლიანი მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ როგორც ჩვენი ეკო-განათლების ხარისხი, ასევე მისი რაოდენობა.

თქვენ უყურებთ დოკუმენტის მოკლე ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, იხილოთ PDF ვერსია

ცნობიერების ამაღლება

აქ, ციფრულ განყოფილებაში, ცოდნის ასეთი რაოდენობრივი გაგება საკმაოდ სიტყვასიტყვით გვესმის. მას ვთვლით მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, რომელმაც რეალურად დანერგა ჩვენი მდგრადობის გაიდლაინის პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო სწრაფად შევძლებთ გავაფართოვოთ ჩვენი ეკო-ტაქსი და სხვა სერვისები, მით მეტი იქნება საგანმანათლებლო შედეგიც. რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების პროცედურები „დანერგილი“ - მით უფრო დიდი იქნება ეკო განათლებისთვის მოწოდებული ცოდნა. რაც უფრო იზრდება ეს ცოდნა, მით უკეთესად ვრცელდება ჩვენი არსებული აუდიტორიიდან ახალზე. საზოგადოებასა და ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს შორის ცოდნის ნაწილობრივი ავტომატიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ ვავითარებთ ნარჩენების ამოცნობის აპარატული სწავლის მოდელს და მას თქვენი დახმარება სჭირდება!

რაც უფრო სწრაფად შევძლებთ ეკო ტაქსისა და სხვა სერვისების გაფართოებას, მით მეტი იქნება საგანმანათლებლო შედეგი

A girl waring VR goggles partially made from recycled cardboard

შესანიშნავი არ იქნებოდა ნარჩენების ამომცნობი ავტომატური სისტემა, როგორც ინდუსტრიაში, ასევე სახლში? ახსნისა და განმარტების გარეშე იქნებოდა შესაძლებელი ადგილობრივი პლასტმასის შეფუთვის ამოცნობა და ერთმანეთისგან გარჩევა. ეკო-ტაქსის დახარისხების გაიდლაინის შესწავლის ნაცვლად, უმჯობესი არ იქნება აპლიკაციამ თავად ამოიცნოს თუ რომელი სახეობისაა ესა თუ ის ნარჩენი?

სამწუხაროდ, ხელოვნური ინტელექტის მქონე მოწყობილობები ფლობენ და განკარგავენ დიდი რაოდენობით ინფორმაციას, რაც უსაფრთხო არ არის.

შემეცნებითი ავტომატიზაცია, რომელიც მუდმივად აგროვებს მოხმარებლების შესახებ ინფორმაციას ქსელში, საფრთხეს უქმნის მთელ საზოგადოებას.

ტექნოლოგიის უსაფრთხოდ გამოყენებისათვის, ადამიანებმა უნდა აკონტროლონ თავიანთი მონაცემები, ვინაიდან სწორედ ამ მონაცემებს ეფუძნება მიზანმიმართული რეკლამები და სხვა საზოგადოებაზე მოქმედი გავლენები, ამასთანავე დიდია თაღლითობისა და კიბერ-შეტევების რისკი. არსებული მიდგომების მიხედვით დაფარული ქსელით და ინფრასტრუქტურით შეუფერხებლად მიიღება აპლიკაციიდან მონაცემები, რაც მომხმარებლებს ხდის დაუცველს ამ მონაცემებით დაინტერესებული „მტაცებლების“ წინაშე და მათ შორის AI-სთან (ხელოვნურ ინტელექტთან), რომელიც ფართო მასშტაბების არსებობისას, თავადვე შეიძლება მოქმედებდეს სახიფათოდ.

ავტომატიზაციის პოტენციალის გაზრდის პროცესში აუცილებელია ეკოლოგიური ნაბიჯების გაზრდასთან ერთად შევამციროთ საფრთხის შემცველი ნაბიჯების გადადგმა, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესი რჩება ადამიანის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად.

იმისათვის, რომ გავზარდოთ მასშტაბები და ნარჩენების ამოცნობა გავხადოთ ავტომატური მომხმარებლებისათვის, ჩვენ ვნერგავთ და ვანვითარებთ ნარჩენების ამომცნობ პროგრამულ სისტემას.

გარანტიას გაძლევთ, როგორც ნარჩენების გადამუშავების რეალურობასთან დაკავშირებით ასევე თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნების შესახებ. მოხმარებელთა ნარჩენების სურათები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია არასდროს მოხვდება ინტერნეტ ქსელში. იგი ნარჩენების მიღება/გაგზავნასთან ერთად ყოველთვის ფიზიკურად გამოიგზავნება მომხმარებლების მიერ ჩვენთან დაშიფრული, “Air-grapped” – გზით, რომელიც მუდმივად ოფლაინ რეჟიმს გულისხმობს.

ამ მიდგომით ჩვენ გვსურს დავაწესოთ მონაცემთა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი edge-computing-ში, რომელიც ხელმისაწვდომია მცირე ბიზნესებისა და სოციუმებისთვის. გარემოსდაცვითმა აზროვნებამ პერსონალურ მონაცემებეზე ზრუნვამდე მიგვიყვანა, რომელიც პოტენციურად მოიცავს შეხედულებებს მოხმარების, ჩვევებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ პირად ცხოვრებაში.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი გადასამუშავებელ კომპლექტებში ნარჩენების სურათები და მარკირებები, რათა მივიღოთ საჭირო ფოტომასალა. ჩვენ შევაგროვებთ და ჩვენივე ზედამხედველობით გადმოვიტანთ თქვენს სურათებს უსაფრთხოდ, დაშიფრულად, offline (ქსელის გარეშე) გზით ნარჩენების ამომცნობ აპლიკაციაში (ინფორმაციის სხვა ნებისმიერ ადგილას გადატანის გარეშე).
გთხოვთ, დაგვეხმაროთ საჭირო მონაცემების ცალსახად მოპოვებაში თქვენი გადამუშავებადი ნივთების კომპლექტში ობიექტების გამოსახულების და მარკირების გზით.

ჩვენი მიზნებისა და მიდგომის უზრუნველსაყოფად საჭირო არაა ინტერნეტი ან რამე სახის კორპორატიული სერვერი. პროექტი მთლიანად მომზადებულია ჩატარებულ კვლევებსა და პასუხისმგებლიანი მომხმარებლების მხარდაჭერით.

App demo of uploading pictures of recycled materials

თუ გსურთ მხარი დაგვიჭიროთ ჩვენს ავტონომიური ნარჩენების ამომცნობ პროექტში, გთხოვთ ჩამოტვირთოთ: What I Recycle for Android და iPhone.

აპლიკაცია არ საჭიროებს ინტერნეტს და არის ადვილად გამოყენებადი:
  1. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია აქ და აქ
  2. გადაუღეთ სურათი ნივთებს, რომელთა გადამუშავებაც გსურთ
  3. შეარჩიეთ და დაასათაურეთ კონკრეტული  ნივთი აპლიკაციაში
  4. მაქსიმალურად შეაგროვეთ აღნიშნული მონაცემები
  5. გააგზავნეთ თქვენს მიერ შეგროვებული მონაცემები ეკო-ტაქსთან ნარჩენების ჩაბარებისას.
უსაფრთხო  ხელოვნური ინტელექტის (AI) ამომცნობი პროგრამის საშუალებით, ეკო-ტაქსი სწრაფად გაზრდის მასშტაბებს ახალი მომხმარებლებისათვის ათვისების მარტივი მეთოდების შეთავაზებით და ამავდროულად დაანახებს მნიშვენელოვან შესაძლებლობებს სხვა გადამამუშავებლებს და პასუხისმგებლიან ბიზნესებს მსოფლიოს გარშემო.


Arkady Krakovsky
დაგვიკავშირდით