ჩვენი მისია

გაგიმარტივოთ ნარჩენების გადამუშავება

რას ვაკეთებთ

ეკო-ტაქსის სერვისი

ეს არის სახლებიდან ან სამუშაო ადგილებიდან გადამუშავებადი ნარჩენების წამოღების სერვისი.
ჩვენ გთავაზობთ მოსახერხებელ გზას თქვენი ნარჩენების
გადასამუშავებლად გასაგზავნად.
ვიბარებთ ნარჩენების ყველაზე ფართო სპექტრს თბილისში.

ფარეხები

ასევე შეგიძლიათ მოიტანოთ ნარჩენები ჩვენს ფარეხებში. ეს უფასოა.

აქ ჩვენ ვიბარებთ ნარჩენების ტიპების იგივე ჩამონათვალს, რასაც ეკო-ტაქსის მომსახურებით და ზოგჯერ სხვა სპეციალურ ნივთებს (ამისათვის თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს).

დამატებითი ინფორმაციისა და ფარეხების სამუშაო განრიგის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ ჩვენს გვერდს.

ჩვენი პროექტის მიზანია არა მხოლოდ ნარჩენების ნაგავსაყრელის ნაცვლად გადასამუშავებლად გაგზავნა, არამედ ზოგადად მათი რაოდენობის შემცირება.

სწავლება და კონსულტაციები ნარჩენების მართვისა და შემცირების პრაქტიკების შესახებ

ნარჩენებს 2020 წლიდან ვახარისხებთ და ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ. მოხარულები ვართ, ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გავუზიაროთ საზოგადოებასა და ბიზნესებს.

რეგულარულად ვატარებთ დახარისხების ვორქშოფებს და კონსულტაციებს, თუ როგორ შევქმნათ ნარჩენების სეპარარირების ეფექტური სისტემა.

ჩვენი გუნდი

ტატიანა რემნევა
ტატიანა რემნევა
პარტნიორი, პარკი არ მინდას თანადამფუძნებელი, კომუნიკაციის სპეციალისტი

ჩვენ ყველა უნდა მოვეკიდოთ მეტი პასუხისმგებლობით ნარჩენებს, რომლებსაც წარმოვქმნით, მეტად ჯანსაღი გარემოსა და ადამიანებისთვის.

ვიქტორია ფილინოვა
ვიქტორია ფილინოვა
პროექტის კოორდინატორი

მჯერა, რომ ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ნარჩენებზე, ჩვენს ყველა არჩევანზე. მინდა ვნახო ხალხი, რომელიც ნაკლებ ნარჩენს ქმნის.

არკადი კრაკოვსკი
არკადი კრაკოვსკი
პარტნიორი ციფრული სტრატეგიების მიმართულებით, BuckitUp LTD-ის აღმასრულებელი დირექტორი

მჯერა, რომ მონაცემთა ავტონომიური მართვა არსებითად ამაღლებს საზოგადოებრივ ეთიკასა და პასუხისმგებლობას, მდგრადობასთან, სოლიდარობასა და ნდობასთან ერთად.

გახდი ჩვენი მოხალისე

ეკო-ტაქსის პროექტი პარკი არ მინდას ინიციატივაა - საგანმანათლებლო და საკონსულტაციო პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ნარჩენების მიმართ უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომის დანერგვა-გავრცელებას.

შემოუერთდით ჩვენს მოხალისეთა გუნდს, დაგვეხმარე ინფორმაციის გავრცელებასა და მეტი ნარჩენის გადასამუშავებლად გაგზავნაში. დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს და გაიგეთ მეტი მოხალისეობრივი შესაძლებლობების შესახებ.

შემოგვიერთდი
დაგვიკავშირდით