გსურთ თქვენი ნარჩენების გადამუშავება, მაგრამ არ იცით როგორ?
ამ გვერდზე იხილავთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა დაიწყოთ ნარჩენების დახარისხება სახლში და როგორ გახადოთ ეს პროცესი თქვენთვის უფრო მოსახერხებელი.
“ეტაპობრივი მიდგომა: ისევე როგორც ნებისმიერი ახალი ჩვევის დანერგვისას, გირჩევთ დაიწყოთ პატარა ნაბიჯებით და იმოძრაოთ საკუთარი სიჩქარით”.
გაეცანით გადამუშავების შესაძლებლობებს თქვენს ირგვლივ. ამისათვის საუკეთესო მეგზური ჩვენი გადამუშავების რუკაა.
შექმენით შეგროვებისა და დახარისხების სისტემა, რომელიც თქვენთვისაა მოსახერხებელი.
დაიწყეთ ერთი სახის ნარჩენის შეგროვება. ყველაზე მარტივი: პოლიეთილენის (პლასტმასის PET) სასმლის ან შუშის ბოთლები, ქილები.
გაეცანით ჩვენი დახარისხების გაიდლაინს სხვა სახის ნარჩენებისათვის. ეტაპობრივად დაამატეთ ნარჩენების სხვა ტიპები.
ჩააბარეთ თქვენი ნარჩენი გადასამუშავებლად ან გამოიძახეთ ეკო-ტაქსი.
თქვენ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღეთ! მადლობა, რომ ზრუნავთ ნარჩენებზე და ჩვენს გარემოზე!
დამატებითი რჩევები:
იხილეთ 5 რჩევა
თუ როგორ უნდა დაიწყოთ: