პარკი არ მინდას ეკო-ტაქსისა და ფარეხების დახარისხების გაიდლაინი

■ 

პლასტმასის

ბოთლები სასმელის შემდეგ

ნებისმიერი პლასტმასის ბოთლი სასმელის შემდეგ არის PET (1) ბოთლი. ზოგჯერ ის შეიძლება იყოს ნიშნის გარეშე (სამკუთხედი და ასო და/ან რიცხვი). PET (1) შეიძლება განისაზღვროს ბოთლებში თაღოვანი წრით ქვედა ნაწილის შუაში.

01 PET/PETE

როგორ მოვამზადოთ?

1.
დაცალეთ ბოთლი სითხისგან

A bottle being emtied

2.
კარგად გამოავლეთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მასში ესხა რძე, ტკბილი ან ალკოჰოლური სასმელი.

A bottle being rinsed

3.
შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დაკუჭეთ ბოთლი

A bottle being jamed

4.
ეტიკეტი და სახურავი შეგიძლიათ დატოვოთ ბოთლზე.

მაგალითები

Previous
Next

× არ ვიბარებთ:

  • ნებისმიერი პლასტმასის შეფუთვას შესაბამისი ტიპის ნიშნების გარეშე(!)
    გამონაკლისები: პეტ ბოთლები და პლასტმასის კვერცხის ჩასადებები
  • ნებისმიერ ერთჯერად პარკს
  • ნებისმიერი რბილი პლასტმასის შეფუთვას
  • ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭელს
  • პლასტმასის საკვების შეფუთვას
  • პლასტმასის საწრუპებს
  • პოლისტიროფის კონტეინერებს (ჩვეულებრივ გამოიყენება ყველის, ხორცის და სოკოს შეფუთვისთვის)
  • კბილის პასტის ან სხვა კოსმეტიკის რბილ მილებს.

მაგალითები

Previous
Next
დაგვიკავშირდით